მეღვინეობაRSS კატეგორიადღის სიახლეებიქართული წარმოება

შატო ზეგაანი -უძველესი ღვინის შატო საქართველოში 

0
გაზიარება

„შატო ზეგაანი თავდაპირველად, მშენებლების ჩანაფიქრის მიხედვით, დაპროექტებული და აშენებული იყო, როგორც მეღვინეობა. ყოველი ნაგებობის ქვეშ მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს ძველებური ღვინის მარანი. მეღვინეობის პროცესში ყველა ადგილს თავის დანიშნულება აქვს. აქ ყველა კუთხეში არის  გამჯდარი ისტორია. სრულიად გასაოცარია, იმის გააზრება, რომ შენ  ამ ისტორიის ნაწილი ხარ. ეს ყოველივე შთაგვაგონებს, განსაკუთრებული ღვინის შექმნაზე, იშვიათი ხასიათითა და უნიკალური გემოთი ამ გასაოცარი ადგილების.“ დავით ტატულაშვილი, შატო ზეგაანის მფლობელი

ღვინის ქარხანა „შატო ზეგაანი“ გურჯაანის რაიონის ზოფელ ზეგაანში მდებარეობს, რომელიც განლაგებულია მუკუზნის მიკროზონაში, რაც საქართველოს ტერუარებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამო. ვენახების განლაგება ჩრდილოეთ ფერდობზე, აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას და ხელს უწყობს ვენახის ბუნებრივ ვენტილაციას.

20 ჰა ვენახი – ეს არის ის მოცულობა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ვაზის მოვლა ეკოლოგიური პრინციპების თანახმად. საგვარეულო ვენახებში საყრდენები დამზადებულია მუხისა და აკაციისგან. ვაზის ტოტების გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა კი მხოლოდ ხელით ხდება.

ვაზის მისამაგრებლად გამოიყენება სიმინდის ფოჩის ბოჭკოები, რათა თავიდან იქნას აცილებული მცირედი მექანიკური დაზიანებაც კი. აღსანიშნავია, რომ “შატო ზეგაანის” გუნდი არ იყენებს არც ინსექტიციდებს და არც პესტიციდებს და იყენებენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს.

ქარხანაში მუშავდება ვაზის ორი სახეობა, წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელი. საუკეთესო ყურძნისგან, ორი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება შატო ზეგანის ოთხი სახეობის ღვინო .

აღსანიშნავია, რომ შატო ზეგაანი – სამეღვინეო ადგილ-მამულია, რომელიც 1820 წელს, XIX საუკუნის დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწის და ქართული კულტურული მეღვინეობის ფუძემდებლის, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ იქნა მოწყობილი. იგი მდებარეობს საქართველოს მეღვინეობის მთავარ კერაში – კახეთში და, დღესდღეობით, წარმოადგენს დიდ ისტორიულ, არქიტექტურულ და ისტორიოგრაფიულ ღირებულებას, აღნიშნულ რეგიონში მეღვინეობის განვითარების შესწავლის თვალსაზრისით. შატო ზეგაანი, ასევე ითვლება მეღვინეობის პროცესებზე საფრანგეთის ზეგავლენის მტკიცებულებად. ალექსანდრე ჭავჭავაძემ აღნიშნული მამული საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგული შატოს მსგავსად მოაწყო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!