“საინი” გთავაზობთ ქართული ანბანის გრაფიკული გამოსახულების ბრუნვით მიღებულ ორნამენტებს. ინტერიერის, ექსტერიერის და სასუვენირო ნივთების ფართო არჩევანი: სანათები, გრავირებული სარკეები, ჭურჭელი, იატაკისა და კედლის მოზაიკა, კერამიკული ფილები და სხვ.
ქართული ანბანის ასოებით, სათანადო გეომეტრიულ სისტემაზე დაყრდნობით და ბრუნვის ტექნოლოგიის გამოყენებით ორნამენტების შექმნა ხელოვანების ნინო სლეპჩენკოს და ლევან ვათეიშვილის საავტორო კონცეფციაა. ამ დროისათვის დასრულებულია 2000-მდე უნიკალური ორნამენტი, რომელიც მხოლოდ „საინის“ მიერ შექმნილ სხვადასხვა ნივთებზე გამოიყენება: ფაიფურის ჭურჭელი, სანათები, ინტერიერი და ექსტერიერი ნივთები, სამკაულები, სუვენირები და ექსკლუზიური საჩუქრები.