სტარტაპებიდღის სიახლეებირაჭა-ლეჩხუმირეგიონებიტურიზმი, დასვენება და გართობა

„ტაქსუნა“ – ტაქსის გამოძახების პირველი სერვისი რაჭაში

0
გაზიარება

ტაქსის გამოძახების პირველი სერვისი მალე რაჭაშიც გამოჩნდება. სტარტაპ კომპანიის სახელწოდება „ტაქსუნა“ იქნება, რომელიც მგზავრებს რაჭის რეგიონის გარდა, თბილისი-რაჭისა და რუსთავი-რაჭის მიმართულებითაც მოემსახურება.

„ტაქსუნა“-ს დამფუძნებლების, ანი ჩუბინიძისა და ზუკა ნატმელაძის, განმარტებით, ამ ეტაპზე, რაჭის რამდენიმე სოფელში – ნიკორწმინდაში, ჭრებალოში, ონსა და უწერაში – სულ 20 მძღოლი ჰყავთ, თუმცა კადრების ძიების პროცესში არიან, რაც კომპანიის გაფართოებას ისახავს მიზნად. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდა კომპანიის Facebook გვერდზეც.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეგიონში დღესაც არსებობენ ტაქსის მძღოლები, თუმცა მათთან დაკავშირების პრობლემა დიდ სირთულეს წარმოადგენს, რამაც აიძულა სტარტაპერები, შეექმნათ კომფორტული გადაადგილების სერვისი. ჩაშვების პროცესი მრავალი ფაქტორის გამო გადავადდა, რომელთა შორისაც ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარება, ოპერირებისათვის საჭირო მანქანების მწირი არჩევანი და საწვავის გაზრდილი ფასი იყო.

ამასთანავე, დამფუძნებლები აცხადებენ, რომ, ფინანსური მოგების კუთხით, მათ არანაირი სარგებელი არ ექნებათ, თუმცა სურთ, სერვისი რეგიონში განვითარდეს, რითაც, თავის მხრივ, ხელი შეეწყობა ადგილობრივ მოსახლეობას, ლოკალურ ბიზნესს, კაფეებსა და სასტუმროებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!