სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარებიდღის სიახლეებიქართული წარმოება

პირველი ქართული გორგოლაჭების კომპანია “მისკუზი” არენა მოლში “შოურუმის” გახსნას გეგმავს

0
გაზიარება

“2017 წელს ვიყავით ევროტურში, სადაც პირველად აღვმოჩნდით გორგოლაჭების დარბაზში და იმ წამსვე ვიფიქრეთ, რომ საქართველოსაც სჭირდებოდა მსგავსი სივრცე” – ელენიკო რუხაძე

მისკუზი Miscusi – ეს არის საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული სამი საუკეთესო მეგობრის კოლაბორაცია. „მისკუზი“ იქნება ქართული ბრენდი, რომელიც საქართველოში მაღალი ხარისხის გორგოლაჭებს (როლიკებს) აწარმოებს და რომლებიც მორგებული იქნება ნებისმიერი სეგმენტის ადამიანზე.

მარიამ ქემოკლიძე – გუნდში დიზაინერის პოზიციაზეა. პროფესიით მოდის დიზაინერი და მომავლი გრაფიკული დიზაინერია, თუმცა თავს ყველაზე კომფორტულად კინოს მხატვრობაში გრძნობს. სპორტის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული უფრო მეტად აკავშირებს სტარტაპის იდეასთან

ელენიკო რუხაძე – პროფესიით გრაფიკული დიზაინერი და ფოტოგრაფი, ბრენდის შეფუთვაზე აგებს პასუხს. Lifestyle ბლოგერობა მისი ახალი გატაცებაა, რაც გუნდის მარკეტინგულ განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს

თამთა გოგიაშვილი– ასევე გრაფიკული დიზაინერი 2D და 3D მიმართულებით. პროდუქტის სრულყოფილი ვიზუალის შესაქმნელად თამთას შესაძლებლობები და გამოცდილება ნამდვილად დიდ როლს თამაშობს. ბავშვობის გატაცება უკვე მის სამომავლო ბიზნეს გეგმად იქცა.

გუნდმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში, რომელთაგან პირველი ბრიტანეთის საბჭოს პროექტი- Big Idea Challange- იყო, სადაც მოიპოვეს გამარჯვება. ამის შემდეგ იყო კონკურსი აწარმოე საქართველოს მიერ გამოცხადებული, სადაც უმაღლესი ფულადი ჯილდო მოიპოვეს და დაიწყეს საწარმოში გორგოლაჭების წარმოება.

“მისკუზიმ” დაარსა ფეერაციაც, რაც სამომავლოდ ღონისძიებების ჩატარებაში დაეხმარებათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, სპორტ კომპლექსი არენას როლი, რომელმაც გოგონებს დაუთმო 700 კვადრატულამდე ფართი “არენა მოლში” შოურუმისთვის.

იმისათვის, რომ ფართი გარემონტდეს და აღიჭურვოს “მისკუზის” გუნდს 400 000 ლარი სჭირდება. თანხის მოსაძბიებლად კი ბედი “შარქ თენქ საქართველოში” სცადეს :

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!