ონის რაიონის, კურორტ უწერაში Radisson-ის ბრენდის სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, 85 ნომრიანი სასტუმრო სანატორიუმი უწერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
„5 ვარსკვლავიან სასტუმროში იქნება 25 მეტრიანი აუზი, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი. მიმდინარეობს მოლაპარაკება და თითქმის უკვე დასრულებულია საერთაშორისო ოპერატორ Radisson-თან. არსებობს სიტყვიერი თანხმობა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას,“ – აცხადებს ხიდეშელი.
მისივე განმარტებით, მშენებელობის პროცესში ძირითადად, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ანალოგიური გაგრძელდება სასტუმროს გახსნის შემდეგაც.