სხვაRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

რუსეთში Chess.com დაიბლოკა

0
გაზიარება

როსკომნადზორმა, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო საიტზე – Chess.com-ზე წვდომა შეზღუდა. ამის მიზეზად კი უწყება, რუსი მომხმარებლის მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებებს ასახელებს.

რუსი მოჭადრაკის, სერგეი კარიაკინის თქმით, პორტალი “იძულებით ცვლის რუსულ დროშას” და მის ნაცვლად, “შეურაცხმყოფელი პროპაგანდისტული სტატიის” ბმულს ათავსებს.

კარიაკინი, რომელიც რუსეთ უკრაინის ომს “სამხედრო სპეცოპერაციას” უწოდებს და საჯაროდ რუსეთს უჭერს მხარს, ამბობს, რომ Chess.com-ის ადმინისტრაციამ, მას საიტზე საპრიზო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.

„მათ, რუსი მოჭადრაკეების დისკრიმინაციით და ჩვენი სახელმწიფო სიმბოლოების აკრძალვით თავად გააკეთეს არჩევანი “, – განაცხადა მოჭადრაკემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!