აბანკო სექტორს პერსონალის შენახვის ხარჯი გაეზარდა – იანვარ-მარტში (Q1/20221) 205 მლნ ლარი დაუჯდა (Q1/2021 – 186.5 მლნ; + 10%Y.Y).
აღნიშნული დანახარჯი, ბანკების არასაპროცენტო ხარჯში გადის, რომელიც კადრების ანაზღაურებასთან ერთად, ინვენტარის/საექსპლუატაციო და სხვა ხარჯებს კრებს და Q1/2022-ისთვის 337 მლნ ლარს შეადგენს.
არასაპროცენტო ხარჯი, სისტემური ბანკების წმინდა შემოსავალთან 30%-ის ფარგლებშია. თიბისი ბანკის Noncost-ი (არასაპროცენტო ხარჯი/ შემოსავალთან) 31%-ია, საქართველოს ბანკის – 20%.
არასტანდარტული მაჩვენებელი აქვს ვითიბის შემოსავლები 6.6 მლნ ლარია (წმინდა) და 94 მლრდ ლარამდე არასაპროცენტო ხარჯები, სადაც პერსონალის ანაზღაურება მხოლოდ 8 მლნ-ია და 80 მლნ-ზე მეტი „სხვა ხარჯია“, რომელიც პორტფელის დისკონტით გასხვისების გამო წარმოიქმნა. ვითიბისგან ბაზისბანკმა 800 მლნ ლარამდე პორტფელი შეისყიდა. რამ გაზარდა ხარჯი? – სესხების იაფად შესყიდვამ, მაგ: თუ სასესხო ვადის ბოლოს ვითიბისთვის კლიენტს უნდა დაეფარა 1 000 ლარი (პირობითად), პორტფელის მყიდველმა დაუფარა ₾800, ვადამდე
ავტორი : ნინო შუბითიძე