უცხოური ბიზნეს სიახლეებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეები

10 ყველაზე ძვირადღირებული სატელევიზიო შოუ, რაც კი ოდესმე გადაუღიათ

0
გაზიარება

1. ბეჭდების მბრძანებელი – 465 მილიონი დოლარი 1 სეზონისთვის

რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც გადაღებულია ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი გამოვიდა 2001-2003 წლებში და იქცა ერთ-ერთ მთავარ მოვლენად კინოსამყაროში.

ფილმის მოქმედებას ადგილი აქვს გამოგონილ ქვეყანაში, შუახმელეთში. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ჰობიტი, ფროდო ბეგინსი მიემგზავრება მორდორის ქვეყანაში საურონის ბეჭდით, რომელიც საურონს წაართვეს მრავალი წლის წინ. იგი ცდილობს ბეჭდის დაბრუნებას, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ შეძლებს მთელი სამყაროს დაპყრობას. მეგობრებთან და შუახმელეთის არსებებისა და ხალხის წარმომადგენლებთან ერთად ფროდო საბოლოოდ მიაღწევს მორდორამდე და ანადგურებს ბეჭედს, თუმცა მას ამაში ხელს უშლის ბოროტი არსება გოლუმი. საბოლოოდ ბოროტება განდევნილია შუახმელეთიდან.

ბეჭდების მბრძანებელი I : ბეჭდის საძმო / The Lord of the Rings: The  Fellowship of the Ring (ქართულად, ინგლისურად) - imovies.cc

ფილმი მიჰყვება ჯ. რ. რ. ტოლკინის წიგნის სიუჟეტს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი გადაღებული იქნა კინოთეატრებისთვის, წიგნის ბევრი ეპიზოდი შემოკლებულია ან ამოღებულია სცენარიდან. მიუხედავად ამისა, მასში ასევე დამატებულია ზოგიერთი სცენა, რომელიც არც არის ნახსენები წიგნში ან სცენები, რომლებიც წიგნში მცირე ადგილს იკავებენ (მაგალითად, ვარგების, ველური მგლების გამოჩენა მეორე წიგნში, „ორი ციხე-კოშკი“).

ფილმის სამი ნაწილი გამოვიდა ერთმანეთის შემდეგ – 2001, 2002 და 2003 წლის შობის დღესასწაულის პერიოდში. მისი ბიუჯეტი საერთო ჯამში შეადგენდა 280 მილიონ დოლარს, პროექტზე მუშაობამ 8 წელი გასტანა. პიტერ ჯექსონი ერთდროულად მუშაობდა სამივე ფილმზე. სამივე გადაღებული იქნა ახალ ზელანდიაში[2], რადგან შემქმნელების მტკიცებით, ლანდშაფტების მხრივ იქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა ტოლკინის სამყაროს იდეალურად ვიზუალიზაციისთვის.

2.  ლოკი, ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცები, ვანდავიჟენი, – 25 მილიონი დოლარი ეპიზოდში

Falcon and the Winter Soldier– მინი-სერიალი Marvel-ის კინოსამყაროს ორი გმირისა და კაპიტან ამერიკის საუკეთესო მეგობრების, ფალკონისა და ზამთრის ჯარისკაცის ცხოვრებისა და ერთობლივი თავგადასავლების შესახებ.

WandaVision – სერიალი არის ორი სტილის – კლასიკური სიტუაციური კომედიისა და მარველის კინოსამყაროს (MCU) – ნაზავია, რომელშიც ვანდა მაქსიმოვი და ვიჟენი – ორი ზებუნებრივი ძალის მქონე არსება, რომლებიც წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს, დაფიქრდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

WandaVision Release Date Bumped Up on Disney Plus - Variety

3. წყნარი ოკეანე – 20-21 მილიონი დოლარი ეპიზოდში

სტივენ სპილბერგისა და ტომ ჰენქსის მინი-სერიები 2010 წლიდან დღემდე ინარჩუნებს თავის პოზიციას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სპექტაკლს და ყველაზე ძვირადღირებულ შოუს, რომელიც ოდესმე ყოფილა წარმოებული HBO-ს მიერ, გამოსვლიდან 11 წლის შემდეგაც კი!

4. სამეფო კარის თამაშები – 15 მილიონი დოლარი თითო ეპიზოდში

ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. იგი ეფუძნება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერას“, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი-რომანების სერიას, რომლის პირველ წიგნს ეწოდება „სატახტოთა თამაში“. იგი გადაღებულია ბელფასტსა და სხვა ადგილებში — ჩრდილოეთ ირლანდიაში, მალტაში, ხორვატიაში, ისლანდიასა და მაროკოში. სერიალის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, აშშ-ში, 2011 წლის 17 აპრილს. იგი გაგრძელდა მეოთხე სეზონით, რომელიც ეთერში 2014 წლის აპრილში გავიდა.

სამეფო კარის თამაშები“ საუკუნის სერიალად დასახელდა

სერიალში მოქმედება მიმდინარეობს უესტეროსისა და ესოსის გამოგონილ კონტინენტებზე, ათწლიანი ზაფხულის მიწურულს. მიმოხილულია რამდენიმე სიუჟეტური ხაზი. პირველი აღწერს სამეფო წარმოშობის სახლთა სამოქალაქო ომს შვიდი სამეფოს რკინის ტახტისთვის ბრძოლისას. მეორე აღწერა მოახლოებული ზამთრის მზარდ საშიშროებას და ჩრდილოეთის მითურ არსებებს. მესამეში აღწერილია დამხობილი დინასტიის მხრიდან სამეფოს დაბრუნების უკანასკნელი მცდელობა. მორალურად ბუნდოვანი პერსონაჟების მეშვეობით, სერიალში განხილულია სოციალური იერარქიის, რელიგიის, ერთგულების, კორუფციის, სექსუალურობის, სამოქალაქო ომის, დანაშაულისა და სასჯელის პრობლემები. მეინსტრიმულ მედიაში ფენტეზის პოპულარიზაციაში შეტანით იგი უკანასკნელი დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარია.

5.  მანდალორიანი – 15 მილიონი დოლარი თითო ეპიზოდში

მარტოხელა მებრძოლის მძიმე სამუშაო გალაქტიკის უკიდურეს წერტილში, შორს ახალი რესპუბლიკის ხელისუფლებისგან.

6. დაინახე/See –15 მილიონი დოლარი თითო ეპიზოდში

სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა, რომელშიც მოვლენები შორეულ დისტოპიურ მომავალში ვითარდება, სადაც კაცობრიობა მხედველობის უნარს დაკარგავს. გადარჩენის მიზნით, ადამიანები იძულებულნი არიან ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან საკომუნიკაციოდ სხვა გზებით ადაპტირდნენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვლება, როდესაც მოულოდნელად მხედველობის მქონე ტყუპები დაიბადებიან…

7. დილის შოუ – 15 მილიონი დოლარი თითო ეპიზოდში

ფილმი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, ვინც ამერიკას ყოველ დილით აღვიძებს და მათ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, რის წინაშეც ისინი დგანან, ახორციელებენ რა ამ ტელერიტუალს ყოველდღე.

Global hit series “The Morning Show” renewed for season three - Apple TV+  Press

8. ER – 13 მილიონი დოლარი თითო ეპიზოდში

9. გვირგვინი – 13 მილიონი დოლარი თითო ეპიზოდში

სერიალი “გვირგვინი” მიჰყვება დედოფალი ელიზაბეთ მეორის მეფობის პერიოდს.

10. ჯარისკაცთა საძმო – 12,5 მილიონი დოლარი ეპიზოდში

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!