უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის მიწოდებული საწვავით მიღებული შემოსავალი. გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა.
დასკვნის თანახმად, რუსეთი აგრძელებს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების კაპიტალიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ენერგომატარებლების პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენების საშუალება არ მისცენ.
ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტის წყალობით, უკრაინაში მიმდინარე ომის 2 თვის განმავლობაში, რუსეთმა 44 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო. გასული მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 140 მლრდ ევრო მიიღო, რაც თვეში დაახლოებით 12 მლრდ ევროს უხდის. მთავარი შემსყიდველი კვლავ გერმანიაა, რომელმაც რუსეთისგან 2 თვის განმავლობაში 9 მლრდ ევროს ღირებულების ენერგომატარებლები შეიძინა.
სანქციებისა და საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ფასების ზრდა უფრო მეტად ანაზღაურებს რუსეთის გაყიდვების შემცირებით განპირობებულ დანაკარგს. CREA-ს დასკვნით, ახალი დამატებითი სანქციები ფასების მეტად ზრდას მოემსახურება, რაც ბრიუსელს ჩიხში შეიყვანს.