დღის სიახლეებიმთავარიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის ფასი გაიზარდა

0
გაზიარება

საქართველოში პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ძვირდება. მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე.

ცვლილებების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი მაისიდან პირადობის ელექტრონული მოწმობა 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი ხდება. ამ ოდენობის თანხის გადახდა მოქალაქეს მაშინ მოუწევს, თუ პირადობის მოწმობას ან პასპორტს 10 სამუშაო დღეში აიღებს, დაჩქარებული წესით აღებისას კი საფასური იზრდება.

რა თანხის გადახდა მოგვიწევს:

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

  • ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი;
  • ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;
  • გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;
  • დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;
  • ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის

 ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

  • ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი;
  • ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;
  • გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;
  • დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;
  • ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!