დღის სიახლეებირეგიონებისაინტერესო სიახლეებიშიდა ქართლი

კომპანია “ჩერი.ჯი”-მ გორში ბლის ბაღი გააშენა

0
გაზიარება

„ჩერი.ჯი“-მ გორის რაიონში ბალის ინტენსიური ბაღი გააშენა. როგორც bm.ge-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მელაძემ განაცხადა, ბაღის გაშენებისთვის მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მასში ექვსი სახეობის იტალიური ჯიშის ბალია წარმოდგენილი.

„სანამ პირველ ნაბიჯებს გადავდგავდით, შევისწავლეთ ბაზარი და როგორც გაირკვა ბალი იმ ხილის სახეობაა საქართველოში, რომელიც ნაკლებად განვითარებულია, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ბაღების გაშენება. უკვე პირველ მოსავალს წელს, ივლისის თვეში ველოდებით. თავდაპირველად ეს რაოდენობა არ იქნება ბევრი, აი უკვე სამ წელიწადში კი ერთ ჰექტარზე დაახლოებით 5 ტონა ბალის აღება შეგვეძლება,“- აღნიშნა გიორგი მელაძემ.

ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სარწყავი სისტემებითა და სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარებით, რომელიც ერთი წლის წინ გორის რაიონში, სოფელ მეჯვრისხევში გაშენდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!