სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2%), პური და პურპროდუქტები (28.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1%), ზეთი და ცხიმი (20.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3%), თევზეული (18.9%), რძე, ყველი და კვერცხი (18%), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6%), ხილი და ყურძენი (14.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1%), სატრანსპორტო მომსახურებასა (10.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9%);
კომუნალური სერვისების ჯგუფი, ფასების 9.4%-იანი მატებაა, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5%).
2022 წელს სავალუტო ფონდი საქართველოში საშუალოდ 9.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.