დღის სიახლეებიტექნოლოგიებიუძრავი ქონების დიზაინი

რას გვთავაზობს მსოფლიოში პირველი მფრინავი მანქანების აეროპორტი?

0
გაზიარება

მფრინავი მანქანების შესახებ უამრავი რამ გვსმენია, თუ როგორ ცდილობს სხვადასხვა კომპანია იდეალური მოდელების შექმნას… ახლა კი დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა, რომელიც მფრინავ ტაქსებს აფრენისა და ქალაქის დატვირთულ რაიონებში მოხვედრის საშუალებას მისცემს.

როგორც იცით, ინჟინრები და დიზაინერები ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შემუშავებაზე მუშაობენ. ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი Urban-Air Port Ltd (UAP) კი ცდილობს, ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის შეიმუშაოს ინფრასტრუქტურა. თავის მხრივ, ეს ფრენების მარტივად განსახორციელებლად შესაბამისი ცენტრების გახსნას ემსახურება.

UAP-მა თავისი პირველი Air One-ის აეროპორტის შემუშავება სულ რაღაც 15 თვის ვადაში შეძლო. 

Air-One აშენდა კოვენტრიში, ქალაქში, რომელშიც რეაქტიული ძრავა და Jaguar-ის მარკის მანქანა გამოიგონეს. პროექტი კოვენტრის საქალაქო საბჭოსა და Urban Air-Port-ის პარტნიორობით შემუშავდა. მთელი ინიციატივის მიზანს გადაადგილების ახალ ეტაპზე აყვანა, საცობების შემცირება და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა წარმოადგენს.

ინოვაციური Air One წყალბადის საწვავითაა აღჭურვილი. ამასთან, იგი სრულად ავტონომიურია და ელექტრო მანქანების მიღებაზეა ინტეგრირებული. თავის მხრივ, ეს ნულოვანი გამონაბოლქვის ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას უზრუნველყოფს. აეროპორტს ელექტრო დრონებისა და საჰაერო ტაქსების მიღება შეუძლია.

საგულისხმოა, რომ კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს აეროპორტის გახსნას — კერძოდ, ამ დროისთვის 200-ზე მეტი ლოკაცია განიხილება. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!