საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეები

2 ცნობილი ქართველი ბიზნესმენის უჩვეულო ახირებები

0
გაზიარება

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “ფორბსის” 2016 წლის რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შემ­ცირ­და, ის მა­ინც რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად: მისი ქო­ნე­ბა 4.8 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ფი­ნან­სე­ბი, მშე­ნებ­ლო­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და სა­აფ­თი­ა­ქო ბიზ­ნე­სი – ამ სფე­რო­ებ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი კარ­გა ხა­ნია მოღ­ვა­წე­ობს, თუმ­ცა მას რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ჰობი აქვს: პირ­ველ რიგ­ში ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბაა. მისი საყ­ვა­რე­ლი ფერმ­წე­რი ვი­ლემ დე კუ­ნინ­გია, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტილო მის კო­ლექ­ცი­ა­ში არის პაბ­ლო პი­კა­სოს “დორა მა­ა­რი კა­ტებ­თან ერ­თად”. მან ეს ნა­ხა­ტი 2006 წელს “სოთ­ბის” აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა 95 მი­ლი­ონ დო­ლა­რად. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბას ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­თა და მცე­ნა­რე­ე­ბით, ეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცნო­ბი­ლია.

თე­მურ ჭყო­ნი­ას ძა­ლიხ­მე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დიდი ბრენ­დი – “კოკა-კოლა” და “მაკ­დო­ნალდსი” შე­მო­ვი­და. ის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქარ­თვე­ლია. თე­მურ ჭყო­ნი­ას თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰობი არა აქვს, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სპორ­ტი – ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი – “თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მომ­დი­ო­და და ბევ­რსაც ვვარ­ჯი­შობ­დი. კი­დევ ქუ­ჩა­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა მიყ­ვარ­და. ჩვენს დროს არც ტე­ლე­ვი­ზო­რი იყო, არც ინ­ტერ­ნე­ტი და არც კომ­პი­უ­ტე­რი. ქუჩა და მე­გობ­რე­ბის წრე იყო ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­გეძ­ლო” – ამ­ბობს თე­მურ ჭყო­ნია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თვი­სე­ბას – ძვირ­ფა­სი ბრენ­დე­ბი­თა და მან­ქა­ნე­ბით გა­ტა­ცე­ბას, მას ეს არ ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა მისი “აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი” მან­ქა­ნა “მერ­სე­დე­სია”: “მან­ქა­ნებ­ში დი­დად ვერ ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის “მერ­სე­დე­სი” მყავ­და და ახ­ლაც “მერ­სე­დე­სი” მყავს. ოღონდ კლასს ნუ მკი­თხავთ, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ ძა­ლი­ან კარ­გია” – აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!