წელს, Met Gala ორი თემით იყო წარმოდგენილი: პირველი, ეს არის მოოქროვილი გლამური, ხოლო მეორე – White Tie. ეს უკანასკნელი, 19-ე საუკუნის კლასიკური ტრენდია, რომელიც უჩვეულოდ გრძელ კაბებს გულისხმობს.
ჰაილი ბიბერი
უკვე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ Saint Laurent-ის თეთრი ფერის, ბუმბულებით გაფორმებული კაბაში გამოწყობილი ჰეილი, საღამოს ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო.
კიმ კარადაშიანი
სევე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ კიმ კარდაშიანი, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები, მერლინ მონროს ყველაზე ცნობილი კაბა მოირგო! დიახ, ეს ნამდვილად ის კაბაა!
სარა ჯესიკა პარკერი
და ვინ მოირგებდა White Tie-ის უკეთ, ვიდრე სარა ჯესიკა პარკერი? ვარსკვლავმა საღამოსთვის Christopher John Rogers-ის კაბა აირჩია და ეპოქისთვის დამახასიათებელი აქსესუარები მოირგო.
ბლეიკ ლეივლი
მსახიობმა უცნაური არჩევანი გააკეთა – ღონისძიებაზე Versace-ს ოქროსფერი კაბა დაიშალა (დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!) და სრულიად მომაჯადოებელ ცისფერ კაბად გადაიქცა! ბლეიკი ნამდვილად ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებულია!
კენდალ ჯენერი
და ეს სია ვერ დასრულდებოდა ელეგანტური და მინიმალისტური კენდალ ჯენერის გარეშე. მოდელმა არჩევანი Prada-ს ულამაზეს შავ კაბაზე შეაჩერა!