1-ლი ივნისიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაიზრდება. მზესუმზირის შროტზე კი – 96,3 დოლარიდან 105 დოლარამდე ტონაზე. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს..
აპრილში საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში – 251 დოლარი, იანვარში – 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში – 276,7 დოლარი, ნოემბერში – 194,5 დოლარი, ოქტომბერში – 227,2 დოლარი, სექტემბერში – 169,9 დოლარი ტონაზე.
მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემოვიდა. მისი ზომა 70%-ით დამოკიდებულია საბაზისო ფასის სხვაობაზე (1000$ ტონაზე) და საორიენტაციო ფასს შორის შემცირებული კორექტირების ფაქტორის მნიშვნელობაზე ($50 1 ტონაზე).
„მზესუმზირის დემპფერის“ მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს.