მაღალი ყოველთვიური რეალური შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და სტაბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
მოსახლეობის კეთილდღეობა, ცხოვრების დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი პირდაპირაა დამოკიდებული შემოსავალზე, შესაბამისად, ყოველი რაციონალურად მოაზროვნე ხელისუფლის უმთავრესი მიზანი აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდაა.
საშუალო შემოსავლის გამოთვლის არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ფართოდ აღიარებული ხელფასების მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით რანჟირებაა.
გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ PPP მეთოდით რანჟირებულ ყოველთვიურ საშუალო მონაცემებს (გადასახადების ჩათვლით).
ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასებია:
1. შვეიცარია – $7,712
2. ლუქსემბურგი – $6,228
3. ისლანდია – $5,862
4. აშშ – $5,782
5. დანია – $5,701
6. ნორვეგია – $5,247
7. ნიდერლანდები – $4,764
8. ირლანდია – $4,681
9. კანადა – $4,681
10. ბელგია – $4,452
11. ავსტრია – $4,253
12. შვედეთი – $4,063
13. ფინეთი – $4,061
14. გერმანია – $4,045
15. დიდი ბრიტანეთი – $3,952
16. საფრანგეთი – $3,616
17. ისრაელი – $3,351
18. იტალია – $2,658
19. ესპანეთი – $2,520
20. სლოვაკეთი – $2,494
წყარო : BM.ge