საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიატექნოლოგიები

5 აპლიკაცია ფოტოების დასამუშავებლად

0
გაზიარება
  1. Adobe Photoshop Camera – ის განკუთვნილია როგორც ანდროიდების, ისე iOS-ებისთვის. მუშაობს ხელოვნური ინტელექტით და გეხმარებათ კადრების დაყენებაში ჯერ კიდევ გადაღებამდე. 
  2. Picsart – ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაციაა, როგორც მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალებისთვისაც. ის არა მხოლოდ ფოტოების, არამედ ვიდეოების დასამუშავებლადაც გამოდგება და დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
  3. Pixlr – თუკი ფოტოების მსუბუქად დამუშავება, დახვეწა და პირდაპირ აპლიკაციიდან სოციალურ ქსელში გაზიარება გსურთ, მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. მის გამოყენებას კომფორტულს მარტივი ინტერფეისიც ქმნის, ამიტომ ფოტოებით თამაში კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება.
  4. Google photo – მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებისა და რედაქტირების თვალსაზრისით, გუგლის ეს აპლიკაცია ზემოთ ჩამოთვლილებს ცოტა ჩამოუვარდება, მას აქვს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც ამ აპს აქტუალობას არ უკარგავს. იგი ავტომატურად ქმნის თქვენი ფოტოების ბიბლიოთეკას და განათავსებს მათ ღრუბლოვან სერვერზე. ამიტომ მაშინაც კი, თუ ტელეფონი დაკარგეთ ან გაგიფუჭდათ, ფოტოგალერეას ვერ დაკარგავთ. აპლიკაციის ახალ მოწყობილობაში ჩამოტვირთვით ყველა მედია ფაილი აღდგება.
  5.  Prisma – სხვა აპლიკაციებისგან ოდნავ განსხვავებულ დამუშავებას გთავაზობთ. მისი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ფოტოები ვან გოგის ან პიკასოს ნამუშევრებად აქციოთ. იგი იყენებს ჭკვიან AI-ს, რათა გამოიყენოს ეფექტები ცნობილ მხატვრებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!