რიგიდან ბათუმის მიმართულებით დღეს პირველი ფრენა შესრულდა. პირდაპირი რეისით ბათუმს 150-ზე მეტი ტურისტი ესტუმრა.
ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. ესტონეთისა და ლიეტუვას შემდეგ, ლატვია კიდევ ერთი ევროპული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმში ფრენები განხორციელდება.