დღის სიახლეებიკვებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

“თუ ერთი მაღაზია აქამდე 100 ან 200 პურს ყიდდა, ახლა 15-20%-ით ნაკლებს ყიდის” – “ლიტვური საცხობი”

0
გაზიარება

“ლიტვური საცხობის” დირექტორი თინათინ ხუციშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიას ფასების გადახედვა აპრილის დასაწყისში მოუწია და პურზე ფასი 10%-ით გაზარდეს. თუ პურის კონკრეტულ სახეობას ამ დრომდე ბაზარს 1.90 ლარად აწვდიდნენ, ახლა მისი ფასი 2.10 ლარია.

“ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. მუდმივად მოულოდნელ სიტუაციებს ვაწყდებით. ლიტვურ საცხობს ორი მომარაგების წყარო აქვს. ერთი რაც არის ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი, რადგან სრულად ევროპაზე გადართვა მისი ლოგისტიკური მაღალი ხარჯიდან გამომდინარე გვიჭირს.

მეორე ბაზარი ლიტვაა და ფქვილი აქედანაც შემოგვაქვს. ასევე, თუ ზეთი დღეს x თანხა ღირს, ხვალ x+1, x+2 გახდება. ფასების მიმართ მომხმარებლები ძალიან სენსიტიურები არიან. არავის ეგონოს, რომ ან პურის მწარმოებელს, ან ნედლეულის იმპორტიორს ფასების გაზრდის იდეაფიქსი აქვს. ჩვენ გვინდა თუ არა საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებული ნედლეულის ფონზე ფასების მატება გვიწევს.” – განმარტა თინათინ ხუციშვილმა.

მისივე თქმით, რაოდენობრივად მაღაზიებში თვის ჭრილში მათ პურზე მოთხოვნა შემცირებულია.

“თუ ერთი სავაჭრო ობიექტი აქამდე 100 ან 200 ერთეულ პურს ყიდდა ახლა 15-20%-ით ნაკლებს ყიდის. გააჩნია რეგიონს და უბანს.” – აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!