არსებობს წარმოდგენა, რომ ყველა ელექტრომობილი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ ყველა მათგანს ერქვას Tesla. ძვირფას მოდელებთან ერთად, არსებობს დახლოებით 1200 აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილი, რომელიც სრულფასოვნად ფუნქციონირებს.
გარეგნულად მანქანა ცოტა სასაცილოდ კი გამოიყურება, ვერტიკალურად დახრილ Hot Wheels-ის მანქანას მოგაგონებთ, მაგრამ ჩინური წარმოების ეს ოთხადგილიანი ChangLi არის ყველაზე იაფი ახალი ელექტრომობილი მსოფლიოში და მისი შეძენა Alibaba-დან შეიძლება.
მანქანას აქვს მყარი ლითონის კორპუსი, მოხერხებული ზომისაა და მოჰყვება კარგი ბატარეები. იგი მშვენივრად იმართება, აქვს გამათბობელი, რადიო და უკანა ხედვის ფერადი კამერაც.
როგორც სხვადასხვა წყარო გვეუბნება, მანქანები საკმაოდ პოპულარულია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ამ ელექტრომობილზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს მისი შესაძლებლობები. ის უფრო “გოლფის ეტლს” ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ საგზაო მანქანას, ამიტომ გააჩნია, რა დანიშნულებით და რისთვის ყიდულობთ მას.