2022 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.
კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 23 607 802 ლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 6 452 669 ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2022 წლის 1-ელ სამ თვეში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან – 11 744 667 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 1 963 802 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან (ონლაინ კაზინოები) – 3 040 181 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 6 521 100 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი – 6 859 151 ლარი იყო.