დღის სიახლეებიRSS კატეგორია

მართვის მოწმობის აღების პროცედურაში ისევ სიახლეებია

0
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის ახალ პროცედურებს განმარტავს.

ბიზნეს მედიის ინფორმაციით, B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 15 დღეზე ადრე გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით.

მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია.

აღნიშნულ შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50%) კანონით დადგენილი წესით. მძღოლობის კანდიდატს რიგის ხელახალი დაჯავშნა შეუძლია წინა რიგის დაჯავშნის დღიდან, 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხოლო მისი გამოცდაზე დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!