ქართული წარმოებაRSS კატეგორიადღის სიახლეები

პირველად ქართული კომპანიები საერთაშორისო მეცხოველეობის გამოფენაზე VIV MEA 2021

0
გაზიარება

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, პირველად სამი ცხოველთა კომბინირებული საკვების ქართული კომპანია – “ინვეტ ჯგუფი”, “ნუტრიმაქსი” და “ბიოტექსი” საერთაშორისო ბაზარზე წარდგა.

საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2021 აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, სადაც 40 ქვეყნიდან 500-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მიზანი პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. შედეგად, გაიმართა არაერთი ღონისძიება და B2B შეხვედრა, სადაც ქართულ კომპანიებს ბიზნეს ურთიერთობების დამყარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივად წარმოებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველთა კომბინირებული საკვებით იყო წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!