მოდის ინდუსტრია არც ისეთი ბრჭყვიალა და მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ის ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება და ყველა სხვა სფეროზე მეტად ასახავს მიმდინარე მოვლენებს, თუ როგორი გავლენა აქვთ მათ ადამიანებზე. თუ სხვა სფეროები დეკადებში ასახავენ მიმდინარე მოვლენებს, მოდა ყოველ 5 წელში შეიძლება შეიცვალოს, თქვენ კი ყოველთვის მზად უნდა იყო ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ, როგორც ამბობენ ‘’ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ’’, მოდაში თუ ერთხელ მოგეცემა შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო, რადგან შესაძლოა მოდის მატარებელმა ისე ჩაგიაროს, ხელმეორედ ასვლა ვეღარ მოახერხო, ამიტომ, თუ ამ სფეროში მუშაობა გინდათ, საჭიროა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით ამ ინდუსტრიაში. აქ დრო ყველაფერია, ამიტომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენამ შესაძლოა თქვენი ცხოვრება სრულიად შეცვალოს. ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და ცოტა იღბლის წყალობით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ქვემოთ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ მოდაში დასაქმებული ადამიანების – დიზაინერების, რედაქტორებისა და ფოტოგრაფების რჩევები, თუ რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ ამ სფეროში მოხვდეთ და თავი დაიმკვიდროთ:
‘’ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ მოდაში მუშაობაზე ის არის, რომ აქ ყველაფერი ურთიერთობებსა და თამაშრომლობას ემყარება. მოდა დიდი საერთაშორისო საზოგადოებაა, განსხვავებული ეროვნების ადამიანების განსხვავებული შეხედულებებითა და გამოცდილებით, ამიტომაც საუკეთესო შედეგი მაშინ იდება, როდესაც კულტურულ, გეოგრაფიულ და კრეატიულ განსხვავებებს დაძლევთ, რათა ახალი ბიზნესი, პროექტი, კოლექცია, ღონისძიება ან იდეა მოიყვანოთ სისრულეში, რომელიც შეიძლება თავიდან შეუძლებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ მაგიდასთან სწორი ადამიანების შერჩევით შეიძლება რეალობადაც აქციოთ. სწორედ ეს მიყვარს მოდაში’’ – იმრან აჰმედი, Business of Fashion-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი.
‘’ამ თაობამ საკუთარი თავი უნდა განაცალკევოს იმისგან, რისი გაკეთებაც ალგორითმებსა და რობოტებს შეუძლიათ. გათავისუფლდით ყველაფრის ეკრანებზე კეთებისგან, ისწავლეთ, დახატეთ, კერეთ, თარგი გამოჭერით, ცოდნა თვითონ განივითარეთ – დეტალურად შეისწავლეთ ეკოლოგიური მდგრადობა – ბიო-დიზაინი გამოიკვლიეთ. გადმოეცით ვინ ხართ. ცოდნა გაუზიარეთ… ისეთი სამუშაო ადგილები გაჩნდა, როგორიც მანამდე არ არსებობდა… ხალხი განსაკუთრებულ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც კომპიუტერიზებული მასის წინააღმდეგაა’’ – Sarah Mower, მოდის ჟურნალისტი, ვოგის ერთ-ერთი რედაქტორ
‘’გატაცებული იყავი. იცოდე შენი საქმე. თვალებით იყურე და არა ტელეფონით. სხვებს მოუსმინე, მაგრამ მათ აზრებს ნუ გაითვალისწინებ. მოდის გარდა ყველაფერზე იკითხე. ტელევიზიას უყურე. ადრე დაიძინეთ. წვეულებაზე ნუ წახვალ, თუ მართლა არ გინდა. ხალხს ელაპარაკე. გთხოვ და მადლობა ხშირად თქვი. არასოდეს იფიქრო რომ სხვაზე უკეთესი ან რამით ნაკლები ხარ. არასოდეს შეგრცხვეს, თუ საიდან მოდიხარ. მიიღე ყურადღება. იცინე და იტირე. ყველაფერი სერიოზულად მიიღე, მაგრამ არა ძალიან სერიოზულად. ზედმეტი დახარჯე. ნაკლები ტანსაცმელი იქონიე. ზედმეტად მოემზადე. შენი წილი გადაიხადე. საკუთარი თავი განაწყვე. იმუშავე და არ ჩაისვარო’’- ალექანდრ ფიური, მოდის კრიტიკოსი
‘’მოდის ინდუსტრია შესაძლოა საშიშიც იყოს, ამიტომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ რომ სხვებისგან ისწავლოთ, არ აქვს მნიშვნელობა განათლებით, ინტერნობით თუ ასისტენტობით მიაღწევთ ამას. როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯებს უკვე გადაგამთ, თქვენს გარშემო იმ განხრის ექსპერტები შემოიკრიბეთ, რომელსაც აირჩევთ’’ – ვიქტორია ბექჰემი
‘’ერთი რამ რასაც ხშირად ვამჩნევ ის არის, რომ ადამიანებმა მოდის ისტორია არ იციან. ვფიქრობ, თუ გინდა რამეში კარგი იყო ამ საგნის შესახებ ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და შეიმეცნო. ჩემი ერთი პროფესორი ჩემს ცოდნას ყოველთვის გამოწვევას უწყობდა. მეუბნებოდა: ‘’ყოველთვის იქნება ვიღაც შენზე ჭკვიანი, ნიჭიერი, ლამაზი და თავდაჯერებული, ამიტომ 10 ნაბიჯით წინ უნდა იყო და თვალები და ყურები ყოველთვის გახსნლი უნდა გქონდეს. შთაგონება ნებისმიერი რამისგან შეიძლება მიიღო, ამიტომ მას გახსნილი უნდა დახვდე’’ – კრისტოფერ კეინი