საქართველოში მიმოქცევაში 4.6 მილიარდი ლარის მოცულობის ბანკნოტები და მონეტებია. ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ნაღდი ფულის მასა 72 მილიონი ლარით, ანუ 1.5%-ით შემცირდა. კონკრეტული კუპიურების მიხედვით პირველ ადგილზე 100-ლარიანია. ჯამში ქვეყანაში 29.3 მილიონი ერთეული 100-ლარიანია მიმოქცევაში, ყველაზე მცირე რაოდენობით კი მიმოქცევაში 200-ლარიანია.
მიმოქცევაში არსებული კუპიურების რაოდენობა:
● 1 ლარიანი – 4.6 მილიონი მონეტა;
● 2 ლარიანი – 2.3 მილიონი მონეტა;
● 5 ლარიანი – 22.9 მილიონი ბანკნოტი;
● 10 ლარიანი – 7.8 მილიონი ბანკნოტი;
● 20 ლარიანი – 19 მილიონი ბანკნოტი;
● 50 ლარიანი – 14.8 მილიონი ბანკნოტი;
● 100 ლარიანი – 29.3 მილიონი ბანკნოტი;
● 200 ლარიანი – 0.9 მილიონი ბანკნოტი.
რაც შეეხება ხურდა ფულს, 1-ლარამდე მონეტების ზუსტი სტატისტიკა სებ-ის ანგარიშში მოყვანილი არაა, თუმცა ჯამში 5-, 10-, 20- და 50-თეთრიანი მონეტების საერთო ღირებულება 151.7 მილიონი ლარია.