საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებისიახლეებიფინანსები

“საქართველოს ბანკმა” ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად უნიკალური NFT-ები გადასცა

0
გაზიარება

“საქართველოს ბანკის” „ტექნოლოგიების დღე“ მხოლოდ საინტერესო სიახლეებითა და ინფორმაციულობით არ იყო გამორჩეული, ღონისძიებაზე მისულმა 200-მდე სტუმარმა საჩუქრის სახით სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური NFT მიიღო.

“საქართველოს ბანკის” მიერ შექმნილი NFT-კოლექციის ნახვა მსოფლიოს უმსხვილესი NFT-მარკეტის, OpenSea-ს საგამოფენო სივრცეშია შესაძლებელი.

BOG-ის გუნდის წევრებმა თითოეული სტუმრისთვის უნიკალური ტექ-გმირი შექმნეს, ციფრული ავატარები კი NFT-ის სახით ბლოკჩეინზე განათავსეს. NFT-ების მფლობელები ვირტუალური ავატარების გადატანას OpenSea-დან საკუთარ ციფრულ კოლექციებში შეძლებენ.

ბლოკჩეინზე განთავსებული NFT-ებით დამსწრე საზოგადოება სამუდამოდ გახდა Bank of Georgia Update-ის რიგით პირველი ღონისძიების ნაწილი.

გუშინ “საქართველოს ბანკის” წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური BOG-ის მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნაა.

“საქართველოს ბანკის” სუპერ აპი თავის თავში იმ უამრავ სასარგებლო საბანკო და არასაბანკო სერვისს გააერთიანებს, რომელთაც მომხმარებელი სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს.

მობილბანკის აპლიკაციას დაემატება ისეთი ფუნქციური შესაძლებლობები, როგორიცაა: Marketplace, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბილეთების შეძენა, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა, გადახდის ახალი მეთოდები და QR-ის გამოყენებით მობილური კომერცია.

გარდა ამისა, “საქართველოს ბანკი” გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდის შექმნასაც აანონსებს. „ნაწილ-ნაწილის“ მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება – სასურველი ნივთები იყიდოს დღეს, საფასურის გადახდა კი მომდევნო თვიდან დაიწყოს, თანაც ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!