საქართველოს ბაზარზე ბრიტანული ყავის ბრენდი Costa Coffee შემოდის – პირველი ობიექტი თბილისის აეროპორტში აგვისტოში გაიხსნება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში უკვე გაიხსნა ლოფტის ტიპის კაფე/რესტორანი, რომელიც მგზავრებს სხვადასხვა სახეობის ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს. TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ კვების ობიექტის მოწყობაში 0.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
“მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა კვლავ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის აეროპორტში გავხსენით ახალი კონცეფტის კვების ობიექტი. აგვისტოში, გაფრენის დარბაზში გაიხსნება საერთაშორისო ბრენდ Costa Coffee-ის პირველი ობიექტი საქართველოში. სიახლე გვაქვს ასევე ბათუმის აეროპორტშიც, სადაც მაისის ბოლოდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი კვების ობიექტი. სამივე კვების ობიექტის საინვესტიციო თანხა 1 მლნ ევროს შეადგენს”, – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
BTA, TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავისი სერვისებით 8 ქვეყნის 17 აეროპორტშია წარმოდგენილი. წლის განმავლობაში კომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.