მეღვინეობაRSS კატეგორიასხვა

შატო ბუერამ საერთაშორისო გამოფენას „Women in Wine Expo 2022“ უმასპინძლა

0
გაზიარება

ქალი მეღვინეების პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა – Women in Wine Expo  წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შატო ბუერამ უმასპინძლა,  რომელიც კახეთში, ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის.

Women in Wine Expo  გლობალური ქსელია და ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებს აერთიანებს. მისი მიზანია ქალი მეღვინეების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

4-6 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი ღვინის სამშობლოში – საქართველოში უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად, იდეების გაცვლისა და სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციისთვის შეიკრიბა. გამოფენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ მეღვინეები, არამედ ბლოგერებიც, დისტრიბუტორებიც, მევენახეებიც, მეღვინეობის დარგში დასაქმებული თუ  ამ სფეროთი დაინტერესებული პირები.

Women in Wine Expo აღმოჩნდა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ქალი მეღვინეებისთვის – მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებთან  საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.

გაიმართა მეღვინე ქალების მიერ წარმოებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია, კონფერენცია და ვორქშოფი. ასევე ოთარ იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვის“ ღია ცის ქვეშ ჩვენება.

ღვინის ტური შატო ბუერაში, დამსწრეებმა იმოგზაურეს შატო ბუერას სასახლის მარანში და ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინოები დააგემოვნეს.

 Women in Wine Expo არის მსოფლიო დონის ღვინის დღესასწაული, რომელსაც ქმნიან საინტერესო ადამიანები და უმაღლესი ხარისხის ღვინოები.

შატო ბუერას მეღვინეობა 2018 წელს , „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გოგა მაისურაძემ დააარსა, ის მთელი სიცოცხლე დაუღალავი შრომით ემსახურებოდა ქართული ტურიზმის და ღვინის პოპულარიზებას , გარდაცვალების შემდეგ მეღვინეობის მართვა მისმა ოჯახმა გადაიბარა.

ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინო იყიდება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!