“აშშ-ის “მწვანე ბარათი” საქართველოში 3-4 ათასამდე ადამიანმა მოიგო” – ინფორმაციას გამოცემა BM.GE
Turebi.ge-სა და მის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მწვანე ბარათის მოგება არ ნიშნავს, რომ ამერიკაში წასვლა ხვალვე შეგიძლიათ, რადგან მთავარი – მეორე ეტაპია გასავლელი და ამისთვის კანდიდატებს ყველა საჭირო საბუთის მოგროვება სჭირდებათ, იქნება ეს დაბადების მოწმობა, პასპორტი, განათლების, ნასამართლეობისა, თუ ჯარის ცნობა. აუცილებელია თავად ამერიკაში საცხოვრებელის/სამსახურის მოძიება და DS260-ის ყოველგვარი შეცდომის გარეშე შევსება”, – ამბობს გამოცემის ცნობით, კომპანიის დირექტორი ნიკა გოგოლაძე.
ცნობილია, რომ Turebi.ge-მ ეს ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოდან გამოითხოვა. “მწვანე ბარათის” გამარჯვებულების სტატისტიკა ოფიციალურად სექტემბერში გამოქვეყნდება.