ეკონომიკადღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

გაძვირდება თუ არა სავალუტო სესხები?

0
გაზიარება

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა გასულ კვირას “საქმის კურსს” განუცხადა, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების ზრდის ტემპი წლიურად, დაახლოებით, 14%-ია, რაც ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია. აქვე დაანონსდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი 25%-დან 30-40%-მდე გაზრდის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის, რაც საბოლოოდ, ვალუტაში სესხის აღებას გააძვირებს.

“ბოლო მონაცემებით, 14%-მდეა წლიური ზრდის ტემპი, რაც საკმაოდ მაღალია, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დოლარიზაცია გვაქვს, რაც პრობლემაა როგორც მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ასევე ფინანსური სტაბილურობის კუთხით”, – განაცხადა გასულ კვირას შალვა მხატრიშვილმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიზანი სწორედ დოლარიზაციის შემცირებაა.

საბანკო სექტორების თქმით, ეროვნულ ბანკს სარეზერვო მოთხოვნების ზრდა შეიძლება აღარ დასჭირდეს, რადგან საკრედიტო პორტფელის ზრდა დღეს არც ისე მაღალია.

“ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო პერიოდში საკრედიტო აქტივების ზრდა არ არის ძალიან მაღალი. გაურკვეველი ვითარებიდან გამომდინარე ხალხი თავს იკავებს დამატებითი სესხების აღებისგან და შეიძლება ამის საჭიროება (სარეზერვო მოთხოვნების ზრდის) არ დადგეს”,- ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

საბანკო ასოციაციაშიც აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება შემცირებულია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამიტომ დამატებითი შეზღუდვების საჭიროება მათი თქმით, არ არსებობს. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში სესხებთან მიმართებით მიდგომა დღეს იმაზე მკაცრია, ვიდრე შესაძლოა, ყოფილიყო.

“აპრილის მაჩვენებლები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მარტის მდგომარეობით, დოლარიზაციის მაჩვენებელი გაუარესებულია 2021 წელთან შედარებით. აპრილის მაჩვენებელი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პერიოდში ლარი გამყარდა, რაც მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ლარიზაციის მაჩვენებელზე. დიდი იმედი მაქვს, აღარ იქნება აღნიშნული ზომების (სარეზერვო მოთხოვნების ზრდის) მიღების აუცილებლობა. აქტიურობა უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის კუთხით მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2021 წელთან შედარებით.

ასევე, როგორც იცით, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით მაისში კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა და ახალი წნეხი წამოვიდა, განსაკუთრებით ეს ეხება ცვლადგანაკვეთიან სესხებს უცხოურ ვალუტაში. ამიტომ წლის ბოლომდე აქტივობა შემცირდება.

თან მოლოდინები ეკონომიკასთან მიმართებით, არ არის ისეთი პესიმისტური, როგორც იყო მარტში, რაც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ სებ-ი მკაცრი არ იქნება”, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!