21 მაისიდან ისრაელში შესასვლელად PCR-ტესტის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. განცხადება კოვიდშეზღუდვების მოხსნის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი წესების თანახმად, საჰაერო, საზღვარო და სახმელეთო გზით შესვლის შემთხვევაში PCR-ტესტის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. გარდა ამისა, გაუქმდა ისრაელში ჩასვლის შემდეგ 24-საათიანი კარანტინის გავლის აუცილებლობა.
ამასთანავე, კვლავ საჭიროა 48 საათში ქვეყანაში შესვლის შესახებ დეკლარაციის შევსება და ჯანმრთელობის ისეთი დაზღვევის არსებობა, რომელიც კოვიდის მკურნალობას ფარავს. საერთაშორისო რეისების მგზავრებმა ფრენისას ისევ პირბადე უნდა ატარონ.