საქართველოში 2022 წლის აპრილში 281.9 ათასი აშშ დოლარის 770 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია. პროდუქტის სრული მოცულობა თურქეთიდან შემოვიდა.
გასული წლის აპრილში, საქართველომ 582 ტონა ახალი მარწყვი და ხენდრო იყიდა, 2020 წელს 159 ტონა, პანდემიამდელ 2019 წელს კი 329 ტონა.
მონაცემები მაქსიმალურია წლის პირველ 4 თვეშიც. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოში 1,065.9 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს 763.2, 2020 წელს 265.3 ტონა, პანდემიამდელ 2019 წელს კი, 398 ტონა.
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის მაწრყვი იყიდა საქართველომ 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.