მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21 .7%-ით გაიზარდა – ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
3.9%-ით გაიზარდა მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი.
რაც შეეხება სამუშაოებს, 20.4%-ით არის გაზრდილი შენობები და ნაგებობები და შენობების და ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების ინდექსი.
საავტომობილო გზების და რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები 21%-ით გაიზრდა, ხოლო კომუნალური ობიექტების ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოების ინდექსი – 18.4%-ით.
ასევე, გაზრდილია ნაგებობებია და სხვა სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები 27,6%-ით. 96.1%-ით გაიზარდა შენობები და ნაგებობების აღება და სამშენებლო მოედნის მომზადება.
ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ინდექსი 30.5%- ით არის გაზრდილი. სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების კი, 20.2%-ით.
ერთადერთი სეგმენტი, რომლის ფასიც არ გაზრდილა, სამშენებლო დამამთავრებელი და მოსაპირკეთებელი სამუშაოებია, რომლის ინდექსიც 20.2%-ით შემცირდა.