ყავის იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს საგარეო ვაჭრობის პორტალიდან ჩანს, მიმდინარე წელს ქვეყანაში 2 338 ტონა (7,888 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლების ანალოგიურ პერიოდთან (იანვარ-აპრილი) შედარებით, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
წინა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2021 – 1 723 ტონა (4,636 მლნ აშშ დოლარი)
- 2020 – 2 223 ტონა (5,484 მლნ აშშ დოლარი)
- 2019 – 2 181 ტონა (5,437 მლნ აშშ დოლარი)
- 2018 – 1 719 ტონა (5,070 მლნ აშშ დოლარი)
- 2017 – 1 783 ტონა (5,046 მლნ აშშ დოლარი)
- 2016 – 1 483 ტონა (3,720 მლნ აშშ დოლარი)
- 2015 – 1 945 ტონა (5,146 მლნ აშშ დოლარი
- 2014 – 1 561 ტონა (4,190 მლნ აშშ დოლარი)