„ფორბსმა“ 11 ყველაზე საინტერესო ფილმი ამოარჩია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, გთავაზობთ მათ დეტალურად:
1-„ინსაიდერები“
ფილმი 5 ნაწილად არის დაყოფილი, თითოეული მათგანი მსოფლიო და ამერიკული ეკონომიკის პრობლემებზე მოგვითხრობს. მან დამსახურებულად აიღო „ოსკარი“ 2011 წელს. დღესდღეობით კი 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისზე საუკეთესო ნამუშევარია.
2-„რისკის ზღვარი“
ფილმს საფუძვლად Lehman Brothers-ის ისტორია უდევს. გაკოტრების პირას მყოფი მსხვილი ბანკი, მასობრივი გათავისუფლებები, რთული და ცინიკური გადაწყვეტილებები, ინტრიგა – ფილმში ყველაფერია. მოქმედება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება, თუმცა სინამდვილეში მთელი ცხოვრება გადის.
3-„უოლ-სტრიტი: ფულს არ სძინავს“
ოლივერ სტოუნის პირველი სიქველი. ფილმში მოქმედება წინა ნაწილიდან 23 წლის შემდეგ ვითარდება – 2008 წლის მეორე ნახევარში. თუკი 1987 წლის ვერსიაში ფინანსური თაღლითი გორდონ გეკო კრახისთვის იყო განწირული, ახალ ფილმში ის ტრიუმფატორი ხდება. სტოუნის აზრით, სწორედ ასეთი ადამიანები რჩებიან გამარჯვებულები თანამედროვე სამყაროში.
4-„კაპიტალიზმი: სიყარულის ისტორია“
ოსკაროსანი რეჟისორი მაიკლ მური ექსცენტრიულობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის გახდა მთავარი პროტოტიპი „ამერიკული ზღაპრის“ მთავარი გმირისა. ფილმი რეჟისორზე, რომელსაც სძულს ამერიკა. მურის ნამუშევარი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეძღვნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს ამ თემაზე.
5-„მაღლა ცაში“
ფინანსურ პრობლემებს კომპანიაში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლებები მოჰყვება. ბევრი კომპანია, ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად აუთსორსინგს მიმართავს. სწორედ კადრების მასობრივ წმენდას ახორციელებს მთავარი გმირი რაიან ბინგემი, რომლის როლსაც ჯორჯ კლუნი ასრულებს. კრიზისის ფონზე მას საქმე აქვს, თუმცა მალევე მიდის დასკვნისკენ, რომ რაღაცას ის არასწორად აკეთებს.
6-„წარუმატებლობისთვის ზედმეტად მაგარი“
ფილმი დაფუძნებულია ენდრიუ სორკინის ხმაურიან წიგნზე, სადაც საუბარია იმაზე, როგორ ცდილობენ ამერიკელი პოლიტიკოსი და ფინანსისტი უმოკლეს დროში ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას.
7-„მამაკაცების კომპანიაში“
ფილმის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვანახოს პასუხების კითხვებზე: „არსებობს ცხოვრება გათავისუფლების შემდეგ?“, „არის თუ არა ცხოვრება კრიზისის დროს?“ და პასუხები საკმაოდ უხეშია. თუ მთავარი გმირები გუშინ ზედმეტად წარმატებული და მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, დღეს ისინი სამსახურს ეძებენ.
8-„ამერიკული იპოთეკური კრიზისი“
რეჟისორ გერი გესგარტის საავტორო პროექტი: მთელი წელი ის და მისი გადამღები ჯგუფი კრიზისის ევოლუციას იღებდნენ: უმუშევარი ხალხი. გაპარტახებული უბნები, სახლების ნგრევა და ა.შ. კრიზისის თემაზე ეს ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტური ფილმია.
9-„ჩემი წილი ნამცხვარი“
ნამდვილი ფრანგული ფილმი, რომელიც კრიზისსაც ფრანგულად უყურებს. პრობლემები იდენტურია: მასობრივი გათავისუფლებები, უმუშევრობა, ფინანსისტების ცინიზმი და სიძუნწე.
10-„ტოკიოს სონატა“
მსოფლიო კრიზისი იაპონიასაც შეეხო. იაპონიაში სამსახურის დაკარგვა ან სამუშაო სტატუსის დაქვეითება, სახის დაკარგვას ნიშნავს. ვიღაც უფრო ძლიერი ხდება, ვიღაც კი ტყდება.
11-„სამყაროს მბრძანებელი“
გერმანელი პენსიონერი თავის ცხოვრებაზე ყვება. მარკ ბაუდერას ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც სიბერეში ცდილობს გააანალიზოს თავისი ცხოვრება, რომელიც ფასიანი ქაღალდების დევნაში გაატარა.