ქართული წარმოებადღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებამთავარი ამბებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეები

8000 მოსავალი-რჩეული ქართული ღვინოები

0
გაზიარება


,,კარგი ღვინოების შესაგროვებლად შევქმენით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებს ვიწვევთ. ყოველ თვიურად 100-მდე ღვინოს ვსინჯავთ დაგუსტაციის ფარული მეთოდით და დღემდე  1610 ღვინიდან  790 გამოვარჩიეთ. ღვინის შერჩევის ჩვენი მიდგომა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი ღვინო ქართველ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარობა მოიპოვონ. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია მოგვაწოდოს საკუთარი ღვინო და სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან მოწონების შემთხვევაში, ჩვენი მაღაზიის თაროებზე მოხვდეს”

ყველა ეს ღვინო თაროებზე ჯიშების და ადგილწარმოშობების მიხედვით ეწყობა, რის შემთხვევაშიც ყველა მეღვინეობა თანაბარ პირობებშია. არ ხდება უპირატესობების მინიჭება მწარმოებელის მიხედვით თაროზე. ჩვენი სტუმრებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ამ მიდგომით სასურველი ღვინის მოძიება.

კარგი ღვინო არ არის მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი ადამინების სასმელი. დღევანდელი მეღვინეობები იძლევიან საშუალებას ეკონომიურ ფასად იყოს მათი ღვინო ხელმისაწვდომი მაღაზიაში. ჩვენც, ხელი რომ შევუწყოთ კარგი ბოთლის ღვინის პოპულარობას, ბარში მაღაზიის ფასით ვემსახურებით ღვინოზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე.

ჩვენთან ყველა ღვინო ქართულია და მომავალშიც ასე იქნება!

,,ჩვენი მისიაარაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო”

ეს გზა ქალაქის ურბანულ ნაწილში მაღაზია/ბარის გახსნით დავიწყეთ. ვფიქრობთ, ქალაქის მოსახლეობას სჭირდება მსგავსი ადგილები, რათა განვითარდეს ღვინის სმის კულტურა და კარგი ღვინის დაფასება. ამის შემდეგ თვითონ მეღვინეობებსაც უფრო დიდი სურვილი ექნებათ უკეთესი ღვინის წარმოების, რადგან ქართველი ქართულის ყველაზე კარგი შემფასებელია.

მსგავსი სიახლეები

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა

წელს, 3 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 888,305 ლარი შეადგინა, რაც 56 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების…

საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია – IMF

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!