RMS Titanic-ის ისტორია ცნობილია მთელ მსოფლიოში. 1997 წლის მსოფლიოს ეკრანებზე გამოჩნდა ჯეიმს კამერონის ფილმი “ტიტანიკი“, რომელმაც მაშინ ყველა რეკორდი მოხსნა.
ბრიტანული ძვირად ღირებული საოკეანო ხომალდი, RMS Titanic, 1912 წლის 14 აპრილს ჩრდილო ატლანტიკაში აისბერგს დაეჯახა. ეს ხომალდის პირველი გასვლა იყო. ტრაგიკულად დაიღუპა 1500-მდე მგზავრი და პერსონალი. გემზე მყოფთაგან 324 იყო ტიტანიკის პირველი კლასის მოგზაური.
საინტერესოა რა ქონებას ფლობდნენ ისინი?
ემილი მარია რაიერსონი
ემილი მარია რაიერსონი, მისი ქმარი არტური და შვილები – სუზეტი, ემილი და ჯონი ტიტანიკით პენსილვანიაში მიემგზავრებოდნენ.
ემილი და ბავშვები სამაშველო ნავით გადარჩნენ, მეუღლე კი დაიღუპა. ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ ემილიმ ჩიკაგოში მდიდრული სასახლე ააგო და შვილებთან ერთად გადაწყვიტა იქ ცხოვრება.
ლინკოლნ პარკის სასახლე, ილინოისი
1915 წელს აშენებული სასახლე ჩიკაგოში, ლინკოლნ პარკის მახლობლად მდებარეობს. ბოლო წლებში ქონება ორ სახლად გაიყო. მთლიანი შენობის ფასი დღეს 13,3 მილიონი დოლარია.
ჯორჯ დანტონ უაიდენერი და ჰარი ელკინს ვაიდენერი
მდიდარი ამერიკელი ბიზნეს მაგნატი ჯორჯ დანტონ უაიდენერი ტიტანიკზე მეუღლესთან, ელეონორ ელკინსთან და შვილთან, ჰარი ელკინს უიდენერთან ერთად, ამერიკაში გამგზავრებას გეგმავდა. ელეონორა და მისი მოახლე ტრაგედიისას გადარჩნენ, ჯორჯი და 27 წლის ჰარი კი ტრაგიკულად დაიღუპნენ. მათ ფილადელფიაში დიდი ქონება ჰქონდათ.
ერთ-ერთი უდიდესი მოოქროვილი სასახლე ამერიკაში მე-20 საუკუნის ბოლოს აშენდა. გრანდიოზული სასახლის დიზაინი ცნობილ არქიტექტორს, ჰორას ტრუმბაუერის შექმნილია. სასახლის აშენება, სავარაუდოდ, დაახლოებით 8 მილიონი დოლარი დაჯდა.
შენობაში განთავსებულია 110 ოთახი, მათ შორის 55 საძინებელი.
ისიდორი და იდა სტრაუსები
ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერში „ტიტანიკი“ უკვდავყო, მეისის თანამფლობელმა ისიდორ სტრაუსმა და მისმა მეუღლემ – იდამ. ამბობენ, რომ ისიდორმა უარი თქვა სამაშველო ნავზე ასვლაზე, რადგან ახალგაზრდებისთვის ადგილი არ რჩებოდა, იდა კი ქმრის გვერდით იდგა და ეუბნებოდა: “სადაც შენ წახვალ, მე მივდივარ”.
1912 წელს ისიდორისა და იდას გარდაცვალების შემდეგ, მათმა შვილებმა მემკვიდრეობით მიღებული ფულით ნიუ ჯერსიში საუცხოო მამული გააშენეს, რომელიც ცნობილია როგორც Cobble Close Farm. 1
1951 წელს სტრაუსების ოჯახმა გაყიდა Cobble Close Farm და ქონება რამდენიმე ცალკეულ საცხოვრებლად დაიყო. დღეს ადგილის დაქირავება არის შესაძლებელი. საცხოვრებელი ფართი ერთგულად ინარჩუნებს 1920-იანი წლების ხასიათს.
მარგარეტ უელსი სვიფტი
მარგარეტ უელს სვიფტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს ნაპირზე სამაშველო ნავით, როდესაც “ტიტანიკმა“ ჩაძირვა დაიწყო. თუმცა დაიკარგა დიდებული სასახლის გეგმა, რომლის აშენებაც მას მეუღლესთან ერთად სურდა.
არქიტექტურის დუბლიკატი საბოლოოდ აღმოაჩინეს და 1916 წელს, მარგარეტის სიკვდილდან ოთხი წლის შემდეგ გააცოცხლეს.
მდინარე ჰადსონის ნაპირზე, 13 ჰექტარზე, ულამაზეს სოფელ გრანდ ვიუ-ონ-ჰადსონში აგებული სასახლე დღესაც საუცხოოა.
რეზიდენცია ცნობილია როგორც Overledge.
თომას ენდრიუსი
ირლანდიელი არქიტექტორი, RMS Titanic-ის მთავარი დიზაინერი, თომას ენდრიუსი გემზე იმყოფებოდა, როგორც პირველი კლასის მგზავრი.
კატასტროფული შეჯახების შემდეგ, მან დაასკვნა, რომ გემს მხოლოდ ორი საათი რჩებოდა წყალში ჩაძირვამდე. სანამ ის ტალღებში დაიკარგებოდა, ეკიპაჟის წევრმა შეამჩნიეს, რომ ენდრიუსი ჩუმად იდგა პირველი კლასის მოსაწევ ოთახში, მას სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.
იგი დაიბადა და გაიზარდა ჩრდილოეთ ირლანდიის საგრაფო დაუნში.
გრანდიოზული სახლი 1872 წელს თომას მამის მიერ აშენდა. ენდრიუსების ოჯახი მდიდარი ბიზნეს მაგნატები იყვნენ – თომას ბიძა იყო ვიკონტ პირი, ტიტანიკის მშენებლების Harland & Wolff-ის თავმჯდომარე.
წყარო: loveproperty.com