საქართველომ მიმდინარე წლის 4 თვეში უცხოურ ბაზრებზე მინერალური და მტკნარი წყლების რეალიზებით 38.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტის ღირებულებასთან შედარებით 8.1%-ით არის შემცირებული.
შესაბამისად, იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 71 747 ტონა მინერალური წყალი გავიდა. ეს მაჩვენებელიც გასულ წელთან შედარებით 7.1%-ით ნაკლებია. (2021 წლის იანვარ-აპრილი – 41.7 მლნ დოლარი, 77 252 ტონა).
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, აღნიშნული პროდუქტის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულს მიმდინარე წელს რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა შეადგენენ, თუმცა ომმა ამ ქვეყნებში მინერალური წყლების ექსპორტზე თავისი გავლენა იქონია: რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში მინერალური წყლების ექსპორტით მიღებული შემოსავალი და ექსპორტის მოცულობები შემცირდა, ყაზახეთში კი გაიზარდა.
მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 საექსპორტო ბაზარი:
1. რუსეთი – 15.8 მლნ დოლარი, 29 698 ტონა;
2. ყაზახეთი – 8.4 მლნ დოლარი, 14 140 ტონა;
3. უკრაინა – 4.7 მლნ დოლარი, 11 214 ტონა;
4. ლიეტუვა – 2.6 მლნ დოლარი, 4 758 ტონა;
5. ბელარუსი – 2.1 მლნ დოლარი, 4 508 ტონა;
6. უზბეკეთი – 1.6 მლნ დოლარი, 2 802 ტონა;
7. აზერბაიჯანი – 567 ათასი დოლარი, 1 513 ტონა;
8. აშშ – 532 ათასი დოლარი, 819 ტონა;
9. ისრაელი – 453 ათასი დოლარი, 649 ტონა;
10. ყირგიზეთი – 333 ათასი დოლარი, 395 ტონა.