მათთვის, ვინც ტატუს გაკეთებას ვერ ბედავს ან ჰგონია, რომ მობეზრდება ქართული სტარტაპი “კოკორინა” გამოსავალს გთავაზობთ. “კოკორინას” მრავალფეროვანი არჩევანით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ტატუ და დროიებით გაიკეთოთ. ტატუების ძირითადი ნაწილი ძველი ქართული ორნამენტებიდან, კედლის მხატვრობებიდან და სხვადასხვა ეროვნული საგანძურის დეტალებითა და ნიშნებიდან არის აღებული.
ტატუ შეიძლება იყოს შავ-თეთრიც და ფერადიც. აღსანიშნავია, რომ დროებითი ტატუ რამდენიმე დღე ძლებს.