დღის სიახლეებივაჭრობის სფერომარკეტინგი და გაყიდვებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეებიქართული წარმოება

“ზარაფხანა” კონცეფციის შეცვლას აპირებს

0
გაზიარება

„ზარაფხანა“ მაღაზიების კონცეფციის შეცვლას აპირებს. როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ნაყოფიამ აღნიშნა, ახალი კონცეფციის მაღაზიები მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება.

„ქსელის გაფართოებას არ ვაპირებთ. სამაგიეროდ, ვაპირებთ ლოკაციების შეცვლას და მაღაზიების კონცეფციის ცვლილებასაც, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება. მაღაზიებში სხვადასხვა ზონა, სპეციალური VIP-ოთახები და ექსკლუზიური მომსახურებაც იქნება. ეს 2-3 წლის პერსპექტივაა, თუ ზრდას გავაგრძელებთ ისე, როგორც დაგეგმილი გვაქვს“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელ კომპანია „ზარაფხანას“ საქართველოში ოთხი მაღაზია აქვს: სამი თბილისში და ერთი ბათუმში.

როგორც ნიკოლოზ ნაყოფიამ აღნიშნა, კომპანიისთვის დღის წესრიგში რჩება ახალი ქარხნის აშენების გეგმაც. „გასულ წელს ინვესტორებიც მოძიებული გვყავდა. თუმცა საბოლოოდ პარტნიორობა არ შედგა. გვაქვს დიდი ტერიტორია, სადაც შეიძლება ახალი სტანდარტის ქარხნის აშენება, ვიმედოვნებ, რომ ამ გეგმას განვახორციელებთ“, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!