დღის სიახლეებიბანკებიფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა.

• ამიერიდან ახალი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი;
• როგორც ციფრული, ასევე პლასტიკური ბიზნესბარათის დაბლოკვა და განბლოკვა, ფილიალში მისვლის გარეშე, უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი;
• გამარტივდა ბიზნესბარათის პინკოდის შეცვლის პროცესი – მისი შეცვლა ამიერიდან მობილბნაკში, ბარათების დეტალებიდანაა შესაძლებელი, ახალ პინკოდს კი მომხმარებელი SMS-ის სახით მობილურის ნომერზე მიიღებს;
• სხვადასხვა პროვაიდერთან დარიცხული დავალიანების ერთიანად ნახვა და გადახდა, როგორც პირდაპირ მენიუში, ასევე გადახდებისა და გადარიცხვების გვერდზეა შესაძლებელი;
• გადარიცხვების შესრულება უკვე მარტივად, პირადი ნომრით ან საიდენტიფიკაციო კოდითაა შესაძლებელი

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://fb.watch/dczp9VOEb2/

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს. დღეს ბიზნესის წარმატებას დიდ წილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელს. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!