საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 4 თვეში საქართველოში უცხოური საბანკო ბარათებით 1.1 მილიარდი ლარი დახარჯეს. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზუსტად 3-ჯერ მეტია.
საქართველოში არსებულ ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში უცხოური ბარათებით ყოველთვიურად დაახლოებით 1.6 მილიონი ოპერაცია სრულდება, რაც დღეში დაახლოებით 52 გადახდას ნიშნავს.
თანხობრივად ეს დღეში დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს.
თვეების მიხედვით, უცხოური საბანკო ბარათების მომსახურება ასე ნაწილდება:
იანვარი – 257 მილიონი ლარი;
თებერვალი – 314 მილიონი ლარი;
მარტი – 309 მილიონი ლარი;
აპრილი – 230 მილიონი ლარი.
ამ სტატისტიკაში სავარაუდოდ არ შედის რუსული საბანკო ბარათები, რადგანაც მარტის დასაწყისიდან რუსული ბანკების მიერ გაცემული Mastercard და Visa ბარათების მომსახურება შეწყდა.