ერთ თვეში ვადაგადაცილებული სესხები 72.4 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კერძოდ, მათი ცნობით, აპრილში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 72.4 მლნ ლარით გაიზარდა და 557.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.3 პროცენტი იყო.
ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების 39.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.