დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

“GNP” ახალ საწარმოს ხსნის-“კომპანიის ბრუნვა 1.5 მლნ ლარამდე გაიზრდება”

0
გაზიარება

წეროვანში Georgian natural products-ის ახალი საწარმო დაახლოებით 10 დღეში ამოქმედდება. საწარმოს პროექტში კომპანია 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

როგორც ილია ზედელაშვილმა განაცხადა, საწარმოში წლიურად 70 ტონამდე ტყემალს ჩაიბარებენ და კომპანიის წლიური ბრუნვა მილიონ ნახევარ ლარამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, ახალი საწარმოს Georgian natural products-ი ასორტიმენტს 20 დასახელების პროდუქტიდან 50-მდე გაზრდის. აღსანიშნავია, რომ კომპანია დამატებით 20 ადამიანს დაასაქმებს.

„საწარმო ექსპულატაციაში დაახლოებით 10 დღეში შევა. პირველი ნედლეულის ტყემლის მიღება უნდა დავიწყოთ. 70 ტონა ტყემალს ჩავიბარებთ და კომპანიის ბრუნვა თანხობრივად 1.5 მლნ-მდე გაიზრდება. ახლა ამ თანხის ნახევარია. ახალი ქარხნის პირობებში ასორტიმენტსაც გავზრდით, ამ დროისთვის ჯამში 20 დასახელების პროდუქტი გვაქვს და, საბოლოოდ, 50 გვექნება. რაც შეეხება ინვესტიციას, 1.5 მლნ ლარი შეადგინა, სახელმწიფო პროგრამების დიდი მხარდაჭერა გვაქვს“ – აღნიშნავს GNP-ის დამფუძნებელი.

GNP-ის პროდუქტები ადგილობრივი ბაზრის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებშიც იყიდება. ილია ზედელაშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნებს აშშ დაემატება.

„ამერიკის ბაზარზე შესასვლელად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე ჩვენს გაყიდვებში საექსპორტო წილი 15%-ია, ამერიკაში შესვლის შემდგომ 35%-მდე გაიზრდება. არსებული ბაზრებიდან დადებითი უკუკავშირი გვაქვს. ქართული გემო ევროპაში ძალიან მოსწონთ,“ – განმარტავს ზედელაშვილი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!