დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რამდენი მლნ ლარის გადასახადები ჩამოაწერა მთავრობამ ბიზნესს

0
გაზიარება

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ კვარტალში 2,700-მდე საგადასახადო შეთანხმება გააფორმა – ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში არის ნათქვამი.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ წელს მთავრობამ ბიზნესებს 103 მილიონი ლარის გადასახადები ჩამოაწერა.

“საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაფორმებულია 2681 საგადასახადო შეთანხმება, აქედან შეთანხმების პირობების შესრულების საფუძველზე (შეთანხმებით განსაზღვრული თანხის − 90,820,679 ლარის ბიუჯეტში გადახდა) 2122 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა 102,845,918 ლარის ოდენობით ჯარიმა და საურავი. ამასთან, შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმდა 551 გადასახადის გადამხდელი”, – ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!