დღის სიახლეებიკახეთიმარკეტინგი და გაყიდვებიმოგზაურობამომსახურების სფერორეგიონები

Lopota Lake Resort-ი ტურისტებს ელის

0
გაზიარება

სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“ მიმდინარე წელს იმაზე მაღალ დატვირთვას ელის, რაც გასულ 2021 წელს ჰოქნდა.

 სასტუმროს მენეჯმენტი მარკეტინგულ კამპანიებს ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ბაზრებზე აწარმოებს და უცხოეული ტურისტების ნაკადსაც ამ რეგიონებიდან ელის. მაკა ღლიღვაშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმროს დატვირთულობაში ყოველწლიურად ადგილობრივი დამსვენებლის წილი 50%-ია, ხოლო კორპორატიული სეგმენტის წილი ზაფხულის პირველ ორ თვეში 40%-ია.

„2021 წელი „ლოპოტა სპა რეზორტისთვის“ ძალიან წარმატებული იყო და 2019 წლის მონაცემებს ფინანსურად გადავაჭარბეთ. იმ სიახლეებიდან გამოდინარე, რაც წელს გვაქვს – განახლებული პრემიუმ კლასის სასტუმროები, ახალი რესტორანი და კიდევ ბევრი ახალი აქტივობა, ველით, რომ 2022 წელი გასულ წელზე უკეთესი იქნება.

მარკეტინგულ კამპანიებს სხვადასხვა ბაზრებზე ვაწარმოეთ, რადგან საქართველოში სამწუხაროდ იმის ფუფუნება არ გვაქვს ბევრი ტურისტული ბაზარი გვქონდეს, საიდანაც ბევრი ტურისტი გვეყოლება. ჩვენი აქტივობა ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ბაზრებზეა მიმართული“, – განმარტა მაკა ღლიღვაშვილმა.

კითხვაზე – რამდენად დიდია რუსი ტურისტების მიმართვიანობა სასტუმროშიო მიმდინარე წელს, კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს 2019 წელთან შედარებით რუსეთის მოქალაქეების მიერ სასტუმრო კომპლექსში განთავსების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა კონკრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს.

„კონკრეტულად ჩვენი სასტუმროს შემთხვევაში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების წილი ძალიან შემცირებულია, დაახლოებით 90%-ით. ჩვენ მარკეტინგული კამპანიებს რუსეთის მიმართულებით არ ვაწარმოებთ, ამასთან შემცირებულ მომართვიანებაზე შესაძლოა განთავსების ღირებულებას მოქმედებდეს, რადგან „ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროა“, – უთხრა BM.GE-ს სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა.

დღეისთვის სასტუმრო კომპლექსი 232 ნომერს მოიცავს და ზაფხულის სეზონზე 350 ადამიანს ასაქმებს. სასტუმროში განთავსების საშუალო ღირებულება საუზმისა და დღგ-ს ჩათვლით, ზაფხულის სეზონზე 210 დოლარია. „ლოპოტა სპა რეზორტის” სასტუმრო კომპლექსის ამჟამინდელი დატვირთულობა 90%-მდეა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!