RSS კატეგორიაგანათლებაუმაღლესი განათლებაფინანსები

ვორკშოპი “სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის”

0
გაზიარება

7 ივნისს, 19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი #82, თბილისი), აქსელერატორი Founder Institute Georgia გიწვევთ ვორკშოპზე “სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის”.

ღონისძიებაზე მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს სტარტაპის ფანდრაიზინგის მიმართულებით, მოუსმენენ მეწარმეებს, რომელთაც წარმატებით მოიძიეს დაფინანსება თავიანთი სტარტაპებისთვის და შეხვდებიან ინვესტორებს, რომლებიც აქტიურად აფინანსებენ სტარტაპებს საქართველოში.

ვორკშოპი დაფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: რა ძირითადი მეტრიკები და წინაპირობები არსებობს დაფინანსების მოსაზიდად, როგორ გავხადოთ საკუთარი თავი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი, როგორ ვიპოვოთ და ვიმუშაოთ კაპიტალის სხვადასხვა წყაროსთან და ა.შ.

შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი სტარტაპისთვის დაფინანსების მოზიდვა სურს ან უბრალოდ უნდა, უკეთ გაერკვეს ადრეულ ეტაპზე მყოფი ბიზნესებისა და პროდუქტების ფანდრაიზინგში.

ღონისძიების სპიკერები არიან:
● დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი
● ანა რობაქიძე, Theneo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
● გური ქოიავა, აქსელის (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) თანადამფუძნებელი
● ირაკლი ვეკუა, აქსელის წევრი
● დიმიტრი ქუმსიშვილი, Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!