ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, m²-ის ინიციატივით, კულინარიული მასტერკლასი და საბავშვო ღონისძიება ჩატარდა.
„სამზარეულოს ომების“ გამარჯვებულებმა m²-ის მაცხოვრებლებს ბურგერების მომზადების კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარეს, ბავშვების განწყობაზე კი ანიმატორები და ილუზიონისტები ზრუნავდნენ. სპეციალურად პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე და აქტივობა, მათ შორის: მუსიკალური შეჯიბრი, ქიმიური შოუ, სახატავი კუთხე, ფოტოსესია და სხვა.
საბავშვო ღონისძიება m² იპოდრომის ეზოში გაიმართა და მასზე დასწრება თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე m²-ის მაცხოვრებლებს შეეძლოთ.