ქართული წარმოებაRSS კატეგორიააჭარარეგიონებიფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმომ წარმოება გაზარდა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმო საქმიანობას ავითარებს. ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის საწარმოს ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქმიანობის გაფართოების მიზნით, დანადგარების შეძენას მოვახმარეთ. ახალი დანადგარების მეშვეობით, საგრძნობლად გაგვეზარდა წარმოების რაოდენობა და ასორტიმენტი. მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ბელგიური ტექნოლოგიით დამზადებული შოკოლადის ნაირსახეობას ვთავაზობთ, მათ შორის: შავი და რძიანი შოკოლადის ბურთულებს; ჟოლოს, კაკაოს, ნიგვზიანი და ქოქოსის ტრუფელის ნაკრებს; სხვადასხვა არომატის შოკოლადის ფილების ასორტიმენტს და სხვა“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, სოფიკო თავაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ ბმულზე

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!